среда, 19 ноября 2008 г.


საქართველოს ისტორიულ–ეთნოგრაფიული მხარეები

1.პროექტის სახელწოდება:
საქართველოს ისტორიულ–ეთნოგრაფიული მხარეები.
2.პროექტის მოკლე აღწერა:
საქართველოს სხვადასხვა კუთხის ისტორიულ–ეთნოგრაფიული მასალების მოძიება და მათი შესწავლა–გაანალიზება.
3.პროექტის სრული აღწერა:
საქართველოს ცალკეული კუთხე(ქართლი,კახეთი,ხევსურეთი,ფშავი,მთიულეთი,გუდამაყარი,ხევი,ერწო–თიანეთი,თუშეთი,იმერეთი,სამეგრელო,სვანეთი,რაჭა,ლეჩხუმი,გურია,აჭარა,სამცხე და ჯავახეთი)ეთნოგრაფიული ორიგინალობით გამოირჩევა.
თითოეული ეთნოგრაფიული კუთხის შესწავლაზე მუშაობს მოსწავლეთა ჯგუფი.მოსწავლეები
უკავშირდებიან ამა თუ იმ კუთხის ადგილობრივ მოსახლეობას,იწერენ მათგან ინტერვიუებს(განსაკუთრებით,მოხუცებისაგან),აკეთებენ ჩანახატებს,აგროვებენ აუდიო–მასალებს,მოიძიებენ შესაბამის
ლიტერატურას.
მოსწავლეები მოიძიებენ,შეისწავლიან და დაადგენენ ცალკეული კუთხის გეოგრაფიულ მდებარეობას,ბუნებრივ პირობებს,ისტორიას,ეკონომიურ მდგომარეობას,საზოგადოებრივ ყოფას,ყოფის დამახასიათებელ რეალიებს,ჩაცმულობას,ხალხურ ჩვეულებებს,მატერიალური კულტურის ძეგლებს და ა.შ.
გაეცნობიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეს,მოაწყობენ ექსკურსიებს,შექმნიან ფოტოალბომს,
ბროშურებს,მოაწყობენ გამოფენას,პრეზენტაციას და ა.შ.
საბოლოოდ ყველა მონაცემი განთავსდება ერთ საიტზე.
4.მონაწილეთა ასაკი: 12–17წ.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე.
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
მასალების მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის გამოყენებით,ინტერვიუების ჩაწერა,
ფოტო და ვიდეო მასალის მოძიება,დისკუსიები,ჩანახატების შესრულება.
მიღებული შთაბეჭდილების მიხედვით ფოტოალბომის შექმნა,გამოფენის პრეზენტაციის მოწყობა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ფოტოალბომი,ბროშურა,ჩანახატები,ფოტოებისა და ნახატების გამოფენა,პრეზენტაცია,ბლოგი შექმნილი
მასალების მიხედვით.
8.სასარგებლო სხვებისთვის:
გაეცნობიან საქართველოს ცალკეული კუთხეების ეთნოგრაფიულ მასალებს,ისტორიას,გეოგრაფიას,
ეკონომიკურ მდგომარეობას,საზოგადოებრივ ყოფას,ყოფის დამახასიათებელ რეალიებს,ჩაცმულობას,
ხალხურ ჩვეულებებს,მატერიალური კულტურის ძეგლებს და ა. შ.
მკვეთრად შესამჩნევი გახდება ის ფაქტი,რომ საქარტველო ეთნიკურად მრავალფეროვანი ქვეყანაა:ქართლი,კახეთი,ხევსურეთი,ფშავი,მთიულეთი,გუდამაყარი,ხევი,ერწო–თიანეთი,თუშეთი,იმერეთი,
სამეგრელო,გურია,რაჭა,ლეჩხუმი,აჭარა,სამცხე და ჯავახეთი ისეთი ერთენოვანი ეთნიკური ერთეულებია,რომელსაც საერთო ქართულთან ერთად მრავალი რამ განსხვავებული და თავისებური
აქვს მეტყველებაში,ხასიათში,ცხოვრების წესში,ჩაცმა–დახურვაში,ისტორიულ ტრადიციებში და სულიერი კულტურის მონაპოვარში.ყველა ადამიანს სჭირდება ყოველივე ამის გაგება და გათვითცნობიერება,
რათა არ დაივიწყოს საქართველოს ინდივიდუალობისა და ორიგინალობის მიზეზი და გადასცეს
მომავალ თაობასაც.
9.სამუშაო ენა: ქართული.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია
– გაეცნობიან საქართველოს ცალკეული კუთხის ისტორიას,ეთნოგრაფიას,მათ წვლილს და როლს საქართველოს ისტორიისა და კულტურის განვითარებაში.
გეოგრაფია– გაიუმჯობესებენ რუკაზე ორიენტირების უნარს,შეისწავლიან სხვადასხვა კუთხის ლანდშაფტს,კლიმატს და მის გავლენას ამ კუთხის ხალხზე.
ქართული ლიტერატურა– სხვადასხვა საშუალებებით(ინტერნეტი,წიგნი)სარგებლობის ჩვევის ჩამოყალიბება,ლიტერატურული ნაწარმოებების გაცნობა,მხატვრული ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა,მსჯელობის უნარის განვითარება,დისკუსიაშიმონაწილეობა.
ხელოვნება– ხელოვნების სხვადასხვა დარგების გაცნობა(ხალხური რეწვა,მეთუნეობა,ხალხური საკრავები,ხალხური ტრანსპორტი,ქარგვა,ქსოვა და სხვა.)ცალკეულ ეტნოგრაფიულ კუთხეში არსებული
ხუროთმოძღვრების ძეგლების გაცნობა და მათზე ინფორმაციის მოძიება.
სხვადასხვა სახის ღონისძიებაში მონაწილეობა(ფოტოების და ნახატების გამოფენა,
პრეზენტაცია).
გააანალიზებენ,როგორ არის მხატვრობასა და კინოხელოვნებაში ასახული ცალკეული ეთნოგრაფიული კუთხისათვის დამახასიათებელი ინდივიდუალობა და ორიგინალობა(წეს–ჩვეულებები,
ჩაცმულობა,სიმღერები,ცეკვები).
მუსიკა– მოსწავლე ეცნობა ცალკეული კუთხის ფოლკლორულ ტრადიციებს,მუსიკალურ საკრავებს,
ხალხური პოეზიის ნიმუშებს,რომლებიც წარმოდგენილია მუსიკაში.
შეარჩევს და მოიძიებს მუსიკალურ მასალას და იყენებს ღონისძიებების მუსიკალურ გაფორმებაში.
განსაზღვრავს მუსიკალური ნაწარმოების ჟანრს.
საინფორმაციო ტექნოლოგიები– ინფორმაციის მოპოვება,დამუშავება,გაცვლა,ისტ–ის საშუალებების
მოხმარების დემონსტრირება ელექტრონულ ფორმატში არსებული რესურსების შესახებ.
11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
თბილისის 157–ე საჯარო სკოლა–ლალი ხარტონიშვილი laxartonishvili@gmail.com, ბლოგის მისამართი–http://www.saqartvelo-lali.blogspot.com
თბილისის 83–ე საჯარო სკოლა– ლია მარანელი liamaraneli@gmail.com, ბლოგის მისამართი–http://www.saqartvelo-lia.blogspot.com
თბილისის 82–ე საჯარო სკოლა–გია ენუქიძე gia.gia912@gmail.com, ბლოგის მისამართი–
http://www.qartuli-tradiciebi.blogspot.com
12.პროექტის ფასილიტატორის სახელი: მალვინა მარგველაშვილი
თბილისის 124–ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი.
13.პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: margvelashvili2@gmail.com
14.პროექტის ფორუმი:http://foro.iearn.org
15.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:http://www.malvina-etnografia.blogspot.com